ოდესის ეპარქია 2 მარტის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს

დანგრეული სახლი ოდესაში 2024 წლის 2 მარტს ღამის საჰაერო თავდასხმის შემდეგ. ფოტო: epaimages.com

უმე-ის ოდესის ეპარქია გაუწევს ყველა საჭირო დახმარებას და მიიღებს მონასტერში 2024 წლის 2 მარტს ოდესის საცხოვრებელ კორპუსზე რუსული საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად დაზარალებულებს. ამის შესახებ იტყობინება ეპარქიის პრესსამსახურის ფეისბუქ-გვერდი.

დახმარების გაწევასთან დაკავშირებული ყველა კითხვისთვის უნდა დაუკავშირდეთ ეპარქიის ცხელ ხაზზე: +380936150820

ეპარქიამ ასევე აღნიშნა, რომ მათი სასულიერო პირები აგრძელებენ ლოცვას კასპეროვსკაიას ღვთისმშობლის ხატისადმი და მფარველობას სთხოვენ მას.

2 მარტის ღამეს ოდესაში მრავალსართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა რუსული ,,შაჰედის’’ დარტყმის შემდეგ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღე გაგრძელდა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა 12 ადამიანი, მათგან 5 ბავშვი. უმცროსი ბავშვი 4 თვის იყო.

როგორც მჟკ იტყობინება, რუსეთის შემოჭრის წლისთავზე, უმე-ის წინამძღვარმა ილოცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ყველა უკრაინელისთვის.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.