რკე-ის გერმანიის ეკლესიაში მრევლმა მიიღო ზიარება "იხვის ჭუკების ცეკვის" ფონზე
,,იხვის ჭუკების ცეკვა'' რკე-ის გერმანული ეკლესიის საკურთხეველში. ფოტო: Novus ordo watch
2024 წლის 11 თებერვალს, ქრისტე მეფის გერმანიის კათოლიკურ სამრევლოში, რუხსტორფ ან დერ როტში, გაიმართა წირვა, სადაც ზიარება ჩატარდა „იხვის ჭუკების ცეკვის“ მუსიკის ფონზე. Novus ordo watch ვებსაიტის თანახმად, მრევლი ეკუთვნის რომის კათოლიკური ეკლესიის პასაუს ეპარქიას.
საიტი წერს, რომ რიტუალი იყო ეგრეთ წოდებული „კარნავალური მასების“ მაგალითი, რომელიც ბოლო დროს პოპულარული გახდა გერმანიისა და ავსტრიის კათოლიკურ ეკლესიებში.
კადრებში ჩანს, რომ სანამ ერთი ქალბატონი მრევლს ვაფლებს (ზიარებას) ურიგებს, იხვის კოსტუმში გამოწყობილი ანიმატორი, ისევე როგორც მღვდელი ჯოზეფ ტიფენბეკი, საკურთხეველში ასრულებენ "იხვის ჭუკების ცეკვას".
მჟკ ადრე წერდა, რომ ბრიტანეთში, რკე-ის სასულიერო პირმა ეკლესიაში დაამონტაჟა ბარი და ორი ლუდის ტუმბო.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.