მეუ-ს ,,იერარქები’’ ეპიფანეს მიმართ არაპოზიტიურად არიან განწყობილი-ფილარეტი

ლიკვიდირებული უმე(კ)-ს ლიდერი ფილარეტ დენისენკო. ფოტო: скриншот видео youtube-канала Украина 24.

მეუ-ს ,,საეპისკოპოსო’’ თავის მეთაურის სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს მიმართ ,,არაპოზიტიურად’’ არის განწყობილი იმდენად, რამდენადაც იცის ყველა მისი სისუსტე, განაცხადა ტელეარხ «უკრაინა 24» ეთერში ლიკვიდირებული უმე(კ)-ს ლიდერმა ეპიფანე დუმენკომ.

ფილარეტის სიტყვებით, მხოლოდ და მხოლოდ მისი თანხმობითა და მხარდაჭერით გახდა დუმენკო მეუ-ს ლიდერი. «მე რომ მისთვის მხარი არ დამეჭირა, ის არ გახდებოდა "ხელმძღვანელი", რადგანაც "საეპისკოპოსო" მის მიმართ არაპოზოტიურად არის განწყობილი, მათ იციან თითოეული ჩვენთაგანის სისუსტე, – განაცხადა უმე(კ)-ს ლიდერმა. – კერძოდ რომელი? არ ვაპირებ ამის თქმას».

მან მოყვა, რომ სურდა დუმენკოსთან სატელეფონო კომუნიკაცია, მაგრამ ის ყველანაირად თავს არიდებს ურთიერთობას. ფილარეტი თვლის ,რომ მეუ-ს ხელმძღვანელი, ,,საეპისკოპოსო’’ და ,,მღვდელმსახურები’’ მისი მადლიერი უნდა იყვნენ, რამდენადაც მის მიერ გახსნილი აკადემიის გარეშე განათლებას ვერ მიიღებდნენ. «თითოეული მათგანი ჩემი მადლიერი უნდა იყოს, რომ მე ისინი ავღზარდე და მივეცი შესაძლებლობა გამხდარიყვნენ  "ეპისკოპოსები", "მღვდელმსახურები" და "მეთაურები" როგორც ეპიფანე, – განაცხადა უმე(კ)-ს ლიდერმა. – მაგრამ მას მერე, რაც მე გამოვედი მეუ-ს შემადგენლობიდან, ჩვენს შორის არანაირი შეხვედრა არ ყოფილა და არც სატელეფონო საუბარი. მე მინდოდა მისთვის ამეხსნა სიტუაცია, მაგრამ მას არ სურს ჩემი დანახვა, მოსმენა. სამწუხაროა».

როგორც მჟკ იტყობინებოდა, მეუ-ში ფილარეტს ეჯიბრებიან აშშ-ს მრევლის გამო.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.