კიევის კონოთეატრი ლგბტ-ფილმის რეკლამის გამო „აზოვის“ სიმბოლიკით მოხატეს

კინოთეატრ ,,ჟოვტენის'' მოხატული კედელი. ფოტო: ФБ-страница кинотеатра

2024 წლის 11 თებერვალს უცნობებმა კიევის კინოთეატრ „ჟოვტენზე“ მოხატეს სარეკლამო პოსტერები „ტოლერანტობის გაკვეთილები“„აზოვის“ სიმბოლიკით და წარწერებით «ЛГБТ = русня», იუწყებოდნენ ფეისბუქზე კინოთეატრის წარმონადგენლები.

ადმინისტრაცია არ დაეთანხმა ვანდალთა წარწერებს და თავის მხრივ ისინი რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა.

„სანამ ჩვენი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის, ნების გამოხატვის, დემოკრატიის თავისუფლებისთვის, საკუთარი არჩევანის პატივისცემისთვის - ჩვენი ზოგიერთი თანამოქალაქე დღემდე რუსეთის ნარატივებს უჭერს მხარს, სწორედ იქ დევნიან და კრძალავენ ლგბტ-გაერთიანებების წარმომადგენლებს“, - ჩიოდნენ „ჟოვტნიში“. 

ადმინისტრაციის აზრით, ვანდალები ლგბტ-ს წინააღმდეგ თავიანთი „ველური“ ქმედებებით „ქვეყანას უკან, საბჭოთა უფსკრულში, საბჭოთა კავშირში ექაჩებიან, სადაც სექსი არ ყოფილა“.

2014 წელს „ჟოვტნიში“ გაჩნდა ხანძარი. ადმინისტრაციაში ხანძრის გაჩაღების მიზეზად ლგბტ-თემაზე ფილმების დემონსტრაცია დაასახელეს. იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა ევგენი ნიშჩუკმა განაცხადა, რომ „ეს არის გამოწვევა დედაქალაქის მთელი კულტურული საზოგადოებისთვის, რომელიც უნდა გაერთიანდეს“. „ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს კინოთეატრი არა მარტო აღვადგინოთ, არამედ მან მომავალშიც უნდა გააგრძელოს მუშაობა მაღალი მხატვრული კინოკულტურის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა მაშინ ნიშჩუკმა. 

მანამდე მჟკ წერდა, რომ კულტურის სამინისტრომ თავისი ლოგოტიპი ლგბტ ფერებში მოხატა.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.