ფანარიონის ფინურმა ეკლესიამ სხეულის მეცნიერებისთვის გადაცემის ნებართვა გასცა
ფინეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭო. ფოტო: сайт Финляндской Церкви
2024 წლის 8 თებერვალს ფინეთის ეკლესიის სამღვდელმთავრო კრებამ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილთა სხეულების სამედიცინო ექსპერიმენტებისა და ორგანოთა დონორობისთვის გამოყენების შესახებ. ამაზე ლაპარაკია სამღვდელმთავრო კრების ოქმში, რომელიც ფინეთის ეკლესიის საიტზეა გამოქვეყნებული.
ამ გადაწყვეტილების საბაბი გახდა ერთ-ერთი მორწმუნე ქალბატონის კითხვა, რომლითაც მან კუოპიოსის მიტროპოლიტ არსენს მიმართა, თუ რა აზრი აქვს ეკლესიას გარდაცვლილის სხეულის სამედიცინო კვლევებისა და დონორობისთვის გამოყენებაზე.
კრების რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ის „ვერ ხედავს დაბრკოლებას გარდაცვალების შემდეგ სხეულის გადაცემაში სამედიცინო კვლევებისთვის, სხეულისადმი პატივისცემის დაცვის პირობით პროცედურების დროს, რომლებიც ტარდება ექსპერიმენტის მიზნით, ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის“.
იგივე ითქმის დონორობაზეც, რომლისთვის, როგორც აღნიშნულია, საჭიროა ცალკე, სიცოცხლეში მიცემული თანხმობა.
„ამ შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ ზრუნვა იმაზე, რომ საეკლესიო სწავლება ადამიანის სხეულის შესახებ არ იყოს კომპრომეტირებული. პროცედურების შემდეგ ნეშტი უნდა იკურთხოს მართლმადიდებლური წესით და სასურველია მისი კუბოში ჩასვენება, როგორც ეს მართლმადიდებლური ტრადიციით არის მიღებული“, - ნათქვამია დოკუმენტში.
შემდგომი დაზუსტებით, თუ რაღაც მიზეზით არჩეულია კრემაცია, „ფერფლის დასაფლავება უნდა მოხდეს ურნაში და მონიშნულ ადგილას“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის აღნიშვნას კათოლიკებთან ერთად გააგრძელებს.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.