აქცია პო-თან მიუთითებს,რომ უმე-ს უკან დგანან რეალური ადამიანები, - ექსპერტი

უმე-ს მორწმუნეებს ყუთებით მიაქვთ ხელმოწერები პრეზიდენტის ოფისთან. ფოტო: СПЖ

1 აპრილს, აქცია პრეზიდენტის ოფისთან წარმოადგენს დამატებით არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ უმე-ს უკან დგანან რეალური ადამიანები, განაცხადა ექპსერტმა ანდრეი ზოლოტარევმა.

პოლიტოლოგის აზრით, მორწმუნეთა მიმართვა პრეზიდენტის მიმართ კანონიკური ეკლესიის დევნასთან დაკავშირებით, გვიჩვენებს, რომ მის უკან დგან მილიონობით ადამიანი მთელი უკრაინის მასშტაბით.

თუმცა, პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი არ განახორციელებს რაიმე ქმედებებს ამ სიტუაციაში, არამედ „აქტიურობის სიმულირებას“ ეცდება.

„ზელენსკი არის საერო და ეკლესიისგან შორს მყოფი ადამიანი, - აღნიშნავს ზოლოტარევი. ცხადია, რომ გარემოცვის ნაწილი მას წინამორბედი ადმინისტრაციის პოლიტიკის მხარეს ექაჩება. თუმცა, ნაწილი თვლის, რომ სიტუაცია შეიძლება მივიდეს რელიგიურ კონფლიქტამდე, რომელიც სასტიკ შედეგებს გამოიღებს“.

ამიტომაც, ამატებს ექსპერტი, პრეზიდენტი დაიკავებს პოზიციას „არც თქვენსკენ, არც ჩვენსკენ, მეუ-ს მხარეს“.

1 აპრილს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა კიევში პრეზიდენტის ოფისთან მიიტანეს მიმართვა ვლადიმირ ზელენსკისადმი მათი ეკლესიის დევნის თაობაზე, რომელსაც ხელი 1 063 000 ადამიანმა მოაწერა.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.