ჩვენ პოროშენკოს მძევლები ვართ „სახელმწიფო ეკლესიის“ შექმნაში, - ექსპერტი
კოსტია ბონდარენკო. ფოტო: скриншот ютуб-канала
პოლიტოლოგმა და ექსპერტმა კოსტია ბონდარენკომ პრეს-კონფერენციაზე „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიმართვა ხელისუფლებისადმი: დისკრიმინაციული კანონები და შევიწროვება“ განაცხადა, რომ ახლანდელი საეკლესიო დაპირისპირება ინიცირებული იყო პოროშენკოს ხელისუფლების მიერ 2018 წელს, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა, კონსტიტუციის დარღვევით, პრაქტიკულად შექმნა „სახელმწიფო ეკლესია“.
ბონდარენკომ პარალელი გაავლო 90-იანების დასაწყისის სიტუაციასთან, როდესაც შეიქმნა კიევის საპატრიარქო და აღდგენილი იქნა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია და გაიხსენა, რომ ის წლები ხასიათდებოდა ტაძრების მასიური მიტაცებით.
„სწორედ რელიგიურ საფუძველზე დამყარებული კონფლიქტები ხასიათდებიან მეტი საშიშროებით, მათი გადაწყვეტა ძალიან რთულია, - თვლის ბონდარენკო. - ამიტომ მაშინ პოლიტოლოგები სულ აფრთხილებდნენ - არ შეიძლება რელიგიური ფაქტორის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. სამწუხაროდ, პეტრე პოროშენკოს დროს ეს პრინციპი დარღვეული იყო. მიიღეს გადაწყვეტილება, კონსტიტუციის პრინციპის დარღვევით, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ, „სახელმწიფო ეკლესიის“ პროპაგანდის. პოროშენკომ დაიწყო მისი (სახელმწიფო ეკლესიის - რედ.), გულწრფელად რომ ვთქვათ, მშენებლობა. ამ პროცესს შეუერთდა საზღვარგარეთის ძალებიც, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილებაში, რასაც ახლა სხვა ქვეყნებში ვაკვირდებით“.
პოლიტოლოგი თვლის, რომ რელიგიათაშორის ურთიერთობებში ყველა უკრაინელი აღმოჩნდა სიტუაციის მძევალი, რომელიც თავისი ქმედებებით თვით პეტრე პოროშენკომ შექმნა ორი წლის წინ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნით.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.