ელადის ეკლესიის კლირიკოსმა მეუ და დუმენკო ანათემას გადასცა
პროტოპრესვიტერი ანგელოს ანგელაკოპულოსი. ფოტო: myrophoros.blogspot.com
2021 წლის 21 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე ელადის ეკლესიის კლირიკოსმა, პროტოპრესვიტერმა ანგელოს ანგელაკოპულოსმა ანათემას გადასცა მ.ე.უ და მისი ხელმძღვანელი ეპიფანე დუმენკო, იუწყება Мyrophoros.blogspot.com.
მღვდელმა „სინოდიკონის“ ტრადიციულ ტექსტში, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას იკითხება, შეიტანა რამდენიმე ანათემატიზმა, რომელთა შორის გაიჟღერა ანათემებმა: „უკრაინის განხეთქილების ფსევდო-ეკლესიას, ერეტიკოსის, კიევისა და სრულიად უკრაინის ცრუ-მიტროპოლიტის ეპიფანე დუმენკოს ხელმძღვანელობით და ყველას, ვინც საიდუმლოთა ზიარი იყო, ანათემა“.
პროტოპრესვიტერმა ანგელოს ანგელაკოპულოსმა აგრეთვე ანათემას გადასცა „ეგრეთ წოდებული „ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ“, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა მიანიჭა უკრაინის ფსევდო-ეკლესიას“.
„სინოდიკონში“ ახალი ანათემატიზმების ჩამატების პრაქტიკა სიახლეს არ წარმოადგენს და ემსახურება თანამედროვეობის მიმდინარე პრობლემებზე საღვთისმეტყველო პასუხის გაცემას.
პროტოპრესვიტერი ანგელოს ანგელაკოპულოსი დაიბადა 1981 წლის 23 ოქტომბერს ფარსალში. სწავლობდა ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე არისტოტელეს უნივერსიტეტში სალონიკში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2003 წელს. 2008 წელს მან ასევე წარჩინებით მიიღო მაგისტრის ხარისხი და ამ მომენტში იგივე ფაკულტეტის დოქტორანტია.
2012 წლის 31 მარტს მიტროპოლიტ სერაფიმე პირეელის მიერ პრესვიტერად იყო ხელდასხმული. წელიწადნახევრის განმავლობაში ის იყო პირეის მიტროპოლიის მწვალებლობისა და რელიგიების განყოფილების მდივნის თანამდებობაზე. 2019 წლის სექტემბერში გადაიყვანეს კიტირისა და ანტიკიტირის ეპარქიაში, სადაც დღემდე მსახურობს.
პროტოპრესვიტერი ანგელოსი ХХ საუკუნის დასასრულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ათონელი ბერის, გრიგორიატის მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტ გიორგის (კაპსანისი) სულიერი შვილია.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსი უკანასკნელი წლების ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.