რმე მიესალმება ფანარიონის იდეას 2025წ. აღდგომა ერთობლივად აღნიშნონ

პაპი ფრანცისკე და არქიეპისკოპოსი იობი ( გეჩა). ფოტო: catholicoutlook.org

რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა და რომის პაპის მრჩეველმა ქრისტიანული ერთიანობის საკითხებში კურტ კოხმა განაცხადა, რომ რომის პაპს ფრანცისკეს  მოეწონა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლის არქიეპისკოპოსის იობის (გეჩა) იდეა, კალენდარში ცვლილება შეიტანონ, რათა ერთად აღნიშნონ 2025 წლის აღდგომა, იუწყება გამომცემლობა Кatholisch.de.

აღსანიშნავია, რომ ამ იდეის სტიმულატორი გახდა ის რომ 2025 წელს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებში აღდგომა ერთდროულად დადგება. ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, «ეს არის კარგი შესაძლებლობა შევახსენოთ ქრისტიანებს კალენდარული რეფორმის საჭიროება». თავის მხრივ კარდინალმა კოხმა აღნიშნა, რომ რთული იქნება საერთო თარიღის დასმა, მაგრამ ღირს ამის გაკეთება.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ ფანარიონისთვის პრობლემას არ წარმოადგენს რომის პირველობის აღიარება.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.