მოსკოვის ცენტრში მოაწყვეს გამოფენა "სსო" შესახებ ქრისტეს ხატებით

პლაკატები გამოფენაზე. ფოტო: SOTA

მოსკოვის ცენტრში არბატზე რუსი მხატვრების პროპაგანდისტული პლაკატების გამოფენა მოეწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა „სპეციალური სამხედრო ოპერაციისა“ და ქრისტიანობის კავშირი, იუწყება ტელეგრამ - არხი SOTA.

პლაკატებზე გამოსახულია ქრისტეს გამოსახულებები, რუსი ჯარისკაცები, ასევე ციტატები წმინდა წერილებიდან.

ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ქრისტე მახვილით და ციტატა წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნიდან: ,,აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს’’. კიდევ ერთი პლაკატი გამოსახავს რუსი ჯარისკაცს, რომელსაც ახლავს ნაწყვეტი ნიკოლაი გუმილიოვის ლექსიდან "ომი":

„და ჭეშმარიტად მსუბუქი და წმიდა

ომის დიდი მიზეზი,

სერაფიმები, ნათელნი და ფრთოსანნი,

მეომრებს მხრებს მიღმა ჩანან“.

მესამე პლაკატზე გამოსახულია ჯარისკაცი, რომლის სახელოზე ასო „Z“ ქრისტეს ფონზეა გამოსახული. პლაკატზე დაბეჭდილია სიტყვები „ქრისტემ დაამარცხა ჯოჯოხეთი და გაიმარჯვებს რუსეთი“.

მოსკოვის ცენტრში მოაწყვეს გამოფენა "სსო" - ის თემაზე ქრისტეს ხატებით - ფოტო 2

ადრე მჟკ-მ დაწერა, რომ ოხლობისტინმა მოუწოდა ,,დონეცკის ეროვნული რესპუბლიკის’’ ლიდერების კანონიზაციისკენ.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.