მიტროპოლიტმა ბარსონოფმა მიტაცებულ ტაძრებს საეკლესიო ნივთები გადასცა

მიტროპოლიტი ბარსონოფი საეკლესიო ნივთებს გადასცემს მიტაცებული ეკლესიების მრევლს. ფოტო: eparhia.vinnica.ua

ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტი ბარსანოფი (სტოლიარი) შეხვდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვინიცკის ეპარქიის სამრევლოების წინამძღვრებს, რომელთა ტაძრები განხეთქილების მონაწილეთა მიერ იყო მიტაცებული და გადასცა მათ ქველმოქმედთა მიერ ნაყიდი საეკლესიო ნივთები, იუწყება ეპარქიის საიტი.

სოფლების ბოხონიკის, სტრიჟავკის, კოლო-მიხაილოვკისა და ჟეჟელევის მღვდლები უყვებოდნენ მეუფეს ტაძრის გარეშე დარჩენილი გაერთიანებების სამრევლო ცხოვრების შესახებ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულები იძულებულები არიან  სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჩაატარონ ღვთისმსახურება.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა ბარსანოფმა დაზარალებულ სამრევლოებს საჩუქრად გადასცა აუცილებელი საეკლესიო ნივთები: ნაკრებები ევქარისტიისთვის, საკურთხევლის სახარებები და ჯვრები, ღვთისმსახურების ლარნაკები  და სხვა საგნები.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, მიტროპოლიტმა ბარსანოფმა დახმარება გაუწია მღვდელს, რომელსაც დაეწვა სახლი.

წაიკითხეთ ასევე

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.

შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო

გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს

25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.