ფანარიონისგან უმე-ს მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის სერბეთის ეკლესიას,- ექსპერტი
პატრიარქი ბართლომე. ფოტო: pravoslavie.ru
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საქციელი უკრაინაში, სადაც მან უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნით მხარი დაუჭირა განხეთქილებას, საშიშროების ნიშანი გახდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მის ახლადარჩეულ პატრიარქ პორფირესთვის, ვინაიდან მაკედონიაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხეთქილების მხარდაჭერის თვალსაზრისით მსგავსი სიტუაციაა, ყვებოდა სერბეთის საერთაშორისო პოლიტიკისა და მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორი დუშან პროროკოვიჩი «РИА Новости»-სთან ინტერვიუში.
მისი სიტყვებით, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მაკედონიის მმართველები არაღიარებული მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდნენ, ფანარის ქმედებები უკრაინაში ახალი ფაქტორია, ამიტომ მაკედონიის ხელისუფლებამ მიმართა პატრიარქ ბართლომეს.
„პარადოქსია, რომ ახლანდელი ხელისუფლება - მაკედონიის სოციალისტები, გუშინდელი კომუნისტები და ათეისტები წერენ წერილებს პატრიარქ ბართლომეს და თხოვენ მას მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას, - თქვა ექსპერტმა. - ადრე სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ფართო კომუნიკაცია ქონდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, მაგრამ ახლა ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის გამო უკრაინის მიმართ“.
დუშან პროროკოვიჩმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ახალი პატრიარქის წინაშე დგას კოსოვოსა და მეტოქიის სიწმინდეების დაცვისა და ჩერნოგორიის განხეთქილების საკითხები.
როგოც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში კომენტარი გააკეთეს საელჩოს მილოცვაზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისადმი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.