ზავოლოკაში უმე-ს ახალაშენებული ტაძარი აკურთხეს, წართმეულის სანაცვლოდ

ზავოლოკაში მორწმუნეები ეპისკოპოსს ხვდებიან, რომელიც ახალი ტაძრის საკურთხებლად მოვიდა. ფოტო: facebook.com/orthobuk

2021 წლის 16 თებერვალს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსისგან  ეკურთხა ყველა წმინდანის სახელობის ტაძარი, რომელიც აშენდა მეუ-ს რეიდის შედეგად დაზარალებული ჩერნოვეცის მხარის სოფელ ზავოლოკა-სტოროჟინსკის მოსახლეობის მიერ, გვამცნობს ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიის პრეს-სამსახური. 

ყველა წმინდანის სახელობის ტაძარი აკურთხა ჩერნოვიცკო-ბუკოვინსკის ეპარქიის მიტროპოლიტმა მელეთიმ. მსახურებაში მას ეხმარებოდნენ ეპისკოპოსი მარკ ბოროდიანსკი და ეპარქიის სასულიერო პირები. 

ტაძარი სულ რაღაც 15 თვეში აშენდა მას მერე, რაც მეუ-ს წარმომადგენლებმა დაარბიეს ძველი ტაძარი. 

«როდესაც 2019 წელს სოფლის თავმჯდომარემ თანმხლებ პირებთან ერთად დაარბიეს და წაგვართვეს ტაძარი, თითქოს სოფელში მართმადიდებლობა გაჩერდა, მაგრამ ღმერთმა დაგვლოცა და ერთიანმა მტკიცე მართმადიდებლურმა საზოგადოებამ ააშენა ახალი ტაძარი, მართმადიდებლობის მტრები კი შერცხვენილები დარჩნენ,  - იხსენებენ ეპარქიაში.

როგორც მჟკ-მ გვამცნო, ზავოლოკაში ახალი ტაძრის ასაშენებლად უმე-ს მიწის ნაკვეთი აჩუქა  АТО ერთ-ერთმა მებრძოლმა.

წაიკითხეთ ასევე

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.

შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო

გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს

25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.