რადამ კანაფის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
კანაფის მოშენება. ფოტო: «Гордон»
2023 წლის 21 დეკემბერს უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო 7457 კანონპროექტი უკრაინაში კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. კანონს 248-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, იუწყება ,,რადიო თავისუფლება''.
კანონპროექტის ინიციატორია პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი. კანონი გულისხმობს კანაფის სამედიცინო ლეგალიზაციას და ოფიციალურად ჰქვია: „კანაფის (Cannabis) გვარის მცენარეების მიმოქცევის რეგულირების კანონპროექტი სამედიცინო, სამრეწველო მიზნებისთვის, სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობისთვის, რათა შეიქმნას პირობები პაციენტის ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად ომის შედეგად მიღებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობებისა და ონკოლოგიური დაავადებების აუცილებელი მკურნალობისთვის“.
კანონპროექტი პირველი მოსმენით 13 ივლისს მიიღეს, მაგრამ ნოემბერში სახალხო დეპუტატებმა კანონპროექტში თითქმის რამდენიმე ასეული ცვლილება შეიტანეს, რითაც დაბლოკეს იგი. მიუხედავად ამისა, 20 დეკემბერს პარლამენტმა 800-ზე მეტი ცვლილება განიხილა და დასამტკიცებლად მოამზადა.
სახალხო დეპუტატის მარია მეზენცევას თქმით, დღეს უკრაინელების 70%-ზე მეტი მხარს უჭერს კანაფის ლეგალიზაციას და დაახლოებით ექვს მილიონ პაციენტს სჭირდება კანაფზე დამზადებული მედიკამენტები.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ექიმებს ახლა შეეძლებათ დაწერონ რეცეპტები კანაფის შემცველი მედიკამენტებისთვის. ვისაც აქვს ასეთი რეცეპტი და დიაგნოზის დამადასტურებელი საბუთი, შეძლებენ მცირე რაოდენობით კანაფის შემცველი პრეპარატებით საძღვრის გადაკვეთას და გადმოკვეთას. დაწესებულებებსა და მეწარმეებს, რომლებიც მიიღებენ ლიცენზიას, შეძლებენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ტრანსპორტირებას, შენახვას, გამოყენებასა და განადგურებას.
ადრემჟკ წერდა, რომ კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტი რადაში დაბლოკილია.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.