უმე-ს საქმეთა მმართველი ყვებოდა ტაძრის მიმტაცებლების მონანიების შესახებ
მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: страница Фейсбук митрополита
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) ტელეგადაცემა „დილა ინტერთან“ უკრაინაში საეკლესიო რეიდერობის თემაზე სიუჟეტში ყვებოდა იმის შესახებ, რომ როვენის ოლქში ტაძრის მიტაცების მონაწილეები სინანულით მივიდნენ მასთან.
მიტროპოლიტის სიტყვებით, როვენის ოლქში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის რეიდერული მიტაცების შემდეგ მორწმუნეებმა ერთი წლის განმავლობაში ააშენეს ახალი ტაძარი. მის კურთხევაზე კი მოვიდნენ ისინიც, ვინც მიტაცებაში მონაწილეობდა. „ისინი ტიროდნენ იმის გამო, რაც მაშინ ჩაიდინეს, ასე მეუბნებოდნენ: გვაპატიეთ, ჩვენ არ გვესმოდა, რას ვაკეთებდით“, - ყვებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი.
სიუჟეტში გამოვიდნენ პოლიტოლოგებიც, რომლებიც ლაპარაკობდნენ პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესაძლო შედეგებისა და ქვეყანაში რელიგიური სიმშვიდის რეცეპტის შესახებ.
როგორც მჟკ წერდა,უმე-ს მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა) «UA:Перший» ეთერში მეუ-ს აქტივისტებს მოუწოდა არ შექმნან კონფლიქტი ტაძრების წართმევით,არამედ ააშენონ თავისით.
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.