უკრაინაში ტოტალური კონტროლის მიზნით „მოქალაქეთა რეიტინგის“ შემოღება სურთ
უკრაინაში სურთ შემოიტანონ ტოტალური ციფრული კონტროლი. ფოტო: depositphotos.com
უკრაინაში შეიძლება მალე შეიქმნას მოქალაქეთა მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც თითოეულ უკრაინელზე შეიცავს სხვადასხვა წყაროებიდან ამოკრებილ მონაცემებს, რაც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას დაამყაროს ტოტალური „ციფრული დიქტატურა“, იუწყება «Вести»
რეესტრში შეკრებილ მონაცემთა საფუძველზე ჩამოყალიბდება მოქალაქეთა სოციალური რეიტინგი. ნიმუშად აღებულია სოციალური რეიტინგის სისტემა ჩინეთში, სადაც ერთიანი საინფორმაციო ორგანო აწარმოებს ხალხის ანალიზს 160 კრიტერიუმით. დაბალი რეიტინგის დროს ადამიანი შეიძლება დაითხოვონ სახელმწიფო სამსახურიდან, უარი უთხრან არენდაზე, არ მისცენ კრედიტი და ა.შ. რეიტინგის დაკარგვა შესაძლებელია, მაგალითად, გადასახადებისა და ჯარიმების გადაუხდელობის გამო, საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში მოწევისთვის, მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებში მონაწილეობისთვის და სოცქსელებში რისხვის შემცველი პოსტებისთვის.
უკრაინის პარლამენტის გამოცემის წყაროების მონაცემთა თანახმად, შესაბამისი პროექტი უკვე მუშავდება უმაღლეს რადაში.
„ახალ პროექტს შეუძლია კანონიერი გახადოს სახელმწიფოს კონტროლი ადამიანის ცხოვრების სხვადახვა სფეროზე. ეს არის მოქალაქეთა შეფასება სხვადასხვა პარამეტრებით, როგორც ჩინეთში სოციალური კრედიტის სისტემა. სასარგებლო საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, მაგალითად, დონორობისთვის, ვოლონტიორობისთვის, რომელიც ამჟამად არანაირად არ რეგულირდება, სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის, მაგალითად, სოციალური ბიუჯეტების შემუშავებისთვის ან კრედიტების დროული დაფარვისთვის დაირიცხება ქულები. ხოლო ჯარიმებისთვის, სხვადასხვა სფეროში ვალებისთვის, ალიმენტების ჩათვლით, გადასახადებისგან თავის არიდების გამო ქულები ჩამოიჭრება. საბოლოოდ ადამიანს გაუჭირდება სამსახურის შოვნა, კრედიტის აღება და საზღვარგარეთ წასვლაც კი. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, როდესაც უკრაინაში არსებული ყველა ბაზა გაერთიანდება ერთიან ბაზაში“, - განუცხადა გამომცემლობას ერთ-ერთმა სახალხო დეპუტატმა და დაამატა, რომ ასეთი იდეები ახლა განიხილება, „ხოლო რა და როდის იქნება, ჯერ უცნობია“.
ზოგიერთი მონაცემით, ეს იდეები განხორციელდება ახალ სამოქალაქო კოდექსში.
როგორც ადვოკატმა ივანე ლიბერმანმა აღნიშნა, „ახალ-ახალი ბაზების დანერგვასთან ერთად, უკრაინელთა თავისუფლება შემოიფარგლება მხოლოდ „სამზარეულოთი“. ყველაფერი შემოწმდება, ყველა მონაცემი იქნება ერთიან სახელმწიფო რეესტრში, რომელიც მისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის. ...> ამ ბაზებით, როდესაც ისინი გაერთიანდებიან, „ერთი კლიკით“ ადამიანის საქმიანობის მთელი ისტორიის გაგება იქნება შესაძლებელი. მონაცემებზე დაყრდნობით კი - ადამიანის შეფასება, შესაბამისად, მას შეეზღუდება კეთილდღეობის მოპოვების საშუალებები“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი გამოვიდა პიროვნების ციფრული კონტროლის წინააღმდეგ.
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.