ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქის საბჭო ტაძარს ართმევს მრევლს

ფერისცვალების სახელობის ტაძრის საზოგადოება იცავს ტაძარს. ფოტო: youtube.com

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ გოროდენკას ქალაქის საბჭო, მერის ბოგდან კობილიანსკის თაოსნობით ართმევენ ილინსკის ტაძარს უმე-ს მართლმადიდებელ მრევლს, იტყობინება YouTube-არხზე "პერში კოზაცკი."

ადგილობრივი ხელისუფლება მთელ ძალღონეს არ იშურებს გააძევოს ადგილობრივი თემი ილინსკის ტაძრიდან, რომელიც აშენებული იყო გულისხმიერი მორწმუნეების მიერ, ივანო-ფრანკოვსკის და კოლომიისკის არქიეპისკოპ სერაფიმის კურთხევით. მანამდე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უმე-ს მრევლს გოროდენკაში თავისი ტაძარი არ ჰქონდა.

2020 წლის 19 დეკემბერს ნიკოლოს სასწაუმოქმედის ხსენების დღეს, საღმრთო მსახურების შენობაში ჩატარდა პირველი წირვა, რომელმაც ააფორიაქა ადგილობრივი ხელისუფლება და დეპუტატები, და მორიგ სესიაზე, რომელიც გაიმართა 28 დეკემბერს, აამხედრეს თემი, გამოაქვეყნეს ქალაქის მაცხოვრებლებისადმი მიმართვა, რომელიც 3 იანვარს თავის Facebook გვერდზე განათავსა ქალაქის მერმა ბოგდან კობილიანსკიმ.

დეპუტატებმა მიმართეს გოროდენკას მაცხოვრებლებს არ დაესწრონ წირვას მართლადიდებელ ოჯახის ტაძარში, უმე-ს ყველანაირ ცოდვაში დასდეს ბრალი: სეპარატისტული სამხედრო ფორმირებების მხარდაჭერა, გოლოდომორის მიმართ შეუბრალებლობა, ლოცვა რუსეთის არმიისათვის.  ეს ბრალდება არის უსამართლო და არაერთხელ იქნა უარყოფილი. დეპუტატებმა ასევე დაადანაშაულეს უმე აღმოსავლეთ უკრაინაში ძმათამკვლელი ომის დაგმობისათვის.

როგორც ადრე მჟკ წერდა, გოროდენკაში გაიხსნა პირველი ტაძარი 90-იანი წლებიდან.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.