სასამართლომ მიტროპოლიტ ფეოდოსის შინაპატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა

უმე-ს ჩერკასის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ფეოდოსი. ფოტო: vycherpno.ck.ua

უმე-ს ჩერკასის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ფეოდოსი. ფოტო: vycherpno.ck.ua

2023 წლის 2 ნოემბერს ჩერკასიის სოსნოვსკის რაიონულმა სასამართლომ ჩერკასისა და კანევსკის მიტროპოლიტ ფეოდოსს შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურის ტარებით კიდევ ორი ​​თვით გაუხანგრძლივა, იუწყება vycherpno.ck.ua.

სასამართლო პროცესის დროს პროკურატურა ცდილობდა ეპისკოპოსისთვის შინაპატიმრობის წესის დარღვევისთვის გამამტყუნებელი ბრალდების წაყენებას.

„24 ოქტომბერს მიტროპოლიტი იმყოფებოდა საზოგადოებრივ ადგილებში, კერძოდ, ერთ-ერთ ეკლესიასთან“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. „მაშინ არ ყოფილა საჰაერო თავდასხმის განგაში, ანუ მას იქ ყოფნის მიზეზი არ ჰქონდა’’.

ეპისკოპოსის ადვოკატებმა განმარტეს, რომ იმ დღეს, სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შემდეგ, მიტროპოლიტი ფეოდოსი, სახლში დაბრუნებამდე, გაესაუბრა თავის დამცველებს და ამან გამოიწვია ერთ-ერთი მედიის წარმომადგენლის ინტერესი.

„ეს არ არის კანონდარღვევა. ჩემს კლიენტს აქვს ადვოკატთან კომუნიკაციის უფლება“, - აღნიშნა ეპისკოპოსის ადვოკატმა ვლადიმერ იუდინმა. „თუმცა, გარკვეული პირი ადვოკატის საქმიანობაში ჩაერია, დარბოდა და იღებდა“.

მიტროპოლიტის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შინაპატიმრობიდან პირადი ვალდებულებით შეცვლაზე შუამდგომლობა შეიტანა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა, რომ ეპისკოპოსს მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა დამცველებს სასამართლო განხილვის შემდეგ საქმეზე კონსულტაციებისთვის, რომელიც გაიმართება ქალაქის ერთ-ერთი ეკლესიის ტერიტორიაზე.

საქმის შემდეგი სხდომა 13 ნოემბერს დაინიშნა.

როგორც მჟკ წერდა, მიტროპოლიტ ფეოდოსს ბრალად ედება რელიგიური სიძულვილის გაღვივება და რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამართლება. 2023 წლის 12 აპრილიდან ის შინაპატიმრობაში იმყოფება.

9 ოქტომბერს კიევ-სვიატოშინსკის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნაზე, ეპისკოპოსი საპატიმროში გადაეყვანათ, უარი თქვა.

იმავე დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მოისმინეს მიტროპოლიტ ფეოდოსის მიმართვის ვიდეოჩანაწერი, სადაც ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეების დევნაზე. ეპისკოპოსმა გაეროს უფლებადამცველის სტატუსი მიიღო.

ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია

ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.

საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა

დღეს ჩატარდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა.

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება

21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.

შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.

„ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები გამწვანების პროგრამაში ჩაერთნენ

ინიციატივის „გაამწვანე შენი ქალაქი“ ფარგლებში, №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს.

საქართველოს საპატრიარქომ საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა

25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი ნათლობა არ უკავშირდება პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.