საქართველოს საპატრიარქომ საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა
25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი ნათლობა არ უკავშირდება პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.
საქართველოს საპატრიარქომ განმარტა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობა სხვადასხვა ღონისძიებაა.
განცხადების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული ტრადიციის ფარგლებში საყოველთაო ნათლობა ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და ყოველ მომდევნო შვილს ეხება. აღნიშნული ნათლობა წელიწადში რამდენჯერმე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ტარდება.
საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობის მორიგი თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი გიორგი კალანდია - ,,სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე''.
0
0
საყოველთაო ნათლობა
სრულიად საქართველოს პატრიარქი შიო მესამე
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
