პოჩაევოს ლავრაში საზეიმოდ აღნიშნეს ღირსი ამფილოქეს ხსოვნა

საზეიმო წირვა პოჩაევის ლავრაში ღირსი ამფილოქეს ხსენების დღეს. ფოტო: t.me/orthobuk

1 იანვარს ღირსი ამფილოქე  პოჩაეველის ხსოვნის დღეს პოჩაევოს ლავრის მიძინების ტაძარში ჩატარდა ორი ლიტურგია - ღამის და გვიანი. გვიანი ლიტურგიის შემდეგ შედგა ლიტანიობა, რომლის დროსაც ღირსი ამფილოქეს ნაწილები გადააბრძანეს ფერიცვალების ტაძრიდან უდაბნოს ტაძარში, სადაც ისინი ყოველთვის განისვენებენ.

დღესასწაულის ფოტო გამოაქვეყნა ჩერნოვიცისა და ბუკოვინის ეპარქიამ.

2021 წელს სრულდება 50 წელი  პოჩაევოს სასწაულმოქმედის, ღირსი ამფილოქეს გარდაცვალებიდან.

ღირსი ამფილოქე პოჩაეველი, ერში იაკობ გოლოვატიუკი, დაიბადა 1894 წლის 27 ნოემბერს ტერნოპოლის ოლქის სოფელ მალაია ილოვიცაში, გარდაიცვალა 1971 წლის 1 იანვარს შუმსკის რაიონში, მართლმადიდებელი ბერი და ღვთისმსახური, მოღვაწეობდა პოჩაევოს ლავრაში, სადაც სახელი გაითქვა როგორც განკურნების მადლით დაჯილდოვებულმა.

2002 წლის 23 აპრილს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა პოჩაევოს სქიმ-იღუმენი ამფილოქე.

2016 წლის 3 თებერვალს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების განჩინებით  დადგინდა ღირსი ამფილოქეს სრულიად  საეკლესიო აღიარება.

როგორც ადრე მჟკ წერდა, საიტ კამბინაზე გაჩნდა პეტიცია პოჩაევის ლავრის უმე-სთვის წართმევაზე.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.