რუმინეთი ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს გადაუხდის ბესარაბიის მიტროპოლიას მოლდოვაში

ბესარაბიის მიტროპოლიის ხელმძღვანელი და რუმინეთის პრემიერი. ფოტო: сайт Бессарабской митрополии

2024 წლის 1 იანვრიდან რუმინეთის ეკლესიის ბესარაბიის მიტროპოლია, რომელიც მოქმედებს მოლდოვის ტერიტორიაზე, რუმინეთის მთავრობისგან ყოველწლიურ ფინანსურ დახმარებას 2 მილიონი ევროს ოდენობით მიიღებს, იუწყება მიტროპოლიის ვებგვერდი.

ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოს ხელმძღვანელს, პეტრეს (პედუდარუ) და რუმინეთის პრემიერ მინისტრს, მარსელ ჩიოლაკუს შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

გავრცელებულია ინფორმაციით „დიალოგის დროს ხაზი გაესვა ეკლესიასა და რუმინეთის სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას მორალური, სულიერი და განსაკუთრებული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის“ მოლდოვაში.

„ეს სპეციალური შეხვედრა აღნიშნავს ბესარაბიის მიტროპოლიასა და რუმინეთის მთავრობას შორის ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ხაზს უსვამს საერთო ვალდებულებას ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ბესარაბიაში რუმინული ქრისტიანული თემის კეთილდღეობის საკითხში. ნათქვამია განცხადებაში.

მჟკ წერდა, რომ რუმინეთის ეკლესიის მიტროპოლიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მოლდოვას თავდაცვის სამინისტროსთან.

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.