თუ რუსეთის ეკლესია 1000 წლისაა,ჩვენი 2000 წლის-კვიპროსის არქიეპისკოპოსი
კვიპროსის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომ II.ფოტო: ageliaforos.com
თუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ათასი წლისაა, უძველესი პატრიარქატები და კვიპროსის ეკლესია ორი ათას წელს ითვლის. ამის შესახებ განაცხადა კვიპროსის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს II ageliaforos.com რესურსის კომენტარში ბერძნულ გაზეთ „კატიმერინში“ გამოქვეყნებული მს სსკგ-ს მეთაურის, ვოლოკამის მიტროპოლიტ ილარიონ (ალფეევის) ინტერვიუზე პასუხად, რომელშიც იერარქმა შეფასება მისცა ფანარიონის მოქმედებებს უკრაინაში.
„მეც სხვა პოზიცია მქონდა, რადგანაც მთელი სიმართლე არ ვიცოდი, - თქვა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა. როცა ჭეშმარიტება გავიგე, ამჟამინდელი პოზიცია დავიკავე. მსოფლიოს პატრიარქატმა კიევი და უკრაინა თავის მმართველობას გადასცა“.
მისი სიტყვებით, „უკრაინის საკითხი“ უნდა ყოფილიყო განხილული 2016 წელს კრეტას კრებაზე, „მაგრამ მოსკოვის პატრიარქს ეს არ სურდა, ის ეცადა მოეხსნა საკითხი საეკლესიო კრების დღის წესრიგიდან და დადო პირობა მიეღო მასში მონაწილეობა. ბოლოს, ის არ დაესწრო კრეტას კრებას და მან გავლენა მოახდინა მათზე, ვინც ვერ შეძლო მასზე დასწრება“.
ამასთან დაკავშირებით, კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა ხაზი გაუსვა, „ეს ჩვენ არ ვართ, მოსკოვის საპატრიარქო კი არ ფიქრობს სწორად და არ უწყობს ხელს მართლმადიდებლობის ერთიანობას. ჩვენ გვსურს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იდგეს მაღლა, იყოს ერთიანი და მისაბაძი მაგალითი“.
რმე-მ კი დაამატა, რომ ის „არ წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს და ძალიან ვწუხვარ ამის გამო“.
„თუნდაც თუ დავეთანხმებით იმას, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც მიტროპოლიტი ილარიონი ამტკიცებდა, არსებობს ათასი წელია, ჩვენ, ძველი პატრიარქატები და კვიპროსის ეკლესია, ორი ათას წელს ვითვლით. აი, რატომ უნდა გაიარონ მათ ჩვენთან კონსულტაცია. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიიღო მართლმადიდებლობა მსოფლიოს პატრიარქატისგან, რომელსაც დღეს პატივს არ სცემს. ყველა უმცროსი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის პატრიარქატი წარმოადგენს დედა-ეკლესიას“ - აცხადებს არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი.
შეგახსენებთ, რომ ადრე მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) აცხადებდა, რომ რმე-მ „დიდი შეცდომა“ დაუშვა, როცა ენდო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს.
წაიკითხეთ ასევე
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება პოკონოში
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს პოკონოში სამღვდელმთავრო ლიტურგია აღევლინება.
ქეთევანობის სადღესასწაულო ღამისთევა ალავერდის საკათედრო ტაძარში გაიმართება
ღამისთევის მსახურებისას მორწმუნეებს დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.
24 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველთა ხსენებას აღნიშნავს
1795 წლის კრწანისის ბრძოლაში სამშობლოსთვის დაღუპული მებრძოლები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არიან შერაცხული.
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.