კათოლიკებისა და მართმადიდებლების დიალოგი დააგვირგვინებს ერთობას-ფანარი
პატრიარქი ბართლომე და რომის პაპი ფრანცისკო. ფოტო: sib-catholic.ru
ეკუმენისტური დიალოგი რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ისახავს მიზანს, რომელიც დაგვირგვინდება სრული ნანატრი ერთიანობით, განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ თავის ქადაგებაში მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, იუწყება Pro Oriente.
ფანარის მეთაურის აზრით, მართლმადიდებლებისა და კათოლიკების გაერთიანება მოხდება „მიუხედავად იმათი წინააღმდეგობისა, ვინც ვერ აფასებს ღვთისმეტყველების ფასეულობას ან თვლის, რომ ეკუმენიზმი უტოპიაა“.
პატრიარქი ბართლომე თვლის, რომ ეთანხმება პაპ ფრანცისკეს იმაში, „როგორ შევხვდეთ დიდ თანამედროვე გამოწვევებს“.
საქმე ეხება „დევნილებისა და მიგრაციის თანამედროვე უდიდესი კრიზისის“ მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრას, აგრეთვე „ძალადობის ტრაგიკულ მოვლენებს ღვთისა და რელიგიის სახელით“. ეს პრობლემები ცხადყოფენ რელიგიათშორისი დიალოგის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, „მშვიდობასა და თანამშრომლობას რელიგიებს შორის“, ხაზი გაუსვა ფანარის მეთაურმა.
ბოლოს პატრიარქმა ბართლომემ გაიხსენა თავისი უკანასკნელი შეხვედრა ვატიკანის მათაურთან. მისთვის ყოველი პირადი შეხვედრა „ძმა პაპ ფრანცისკესთან - ეს ძმობის განსაკუთრებული გამოცდილებაა“, რომელიც ორივე მხრიდან აძლიერებს სურვილს, რათა „იარონ ხელჩაკიდებულებმა იმ ბრძოლის გზაზე, რომელსაც მივყავართ ევქარისტიის ერთიანი ბარძიმისკენ“, აღნიშნა ფანარის მეთაურმა.
როგორც იუწყებოდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი, ცოტა ხნის წინ მამა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და რომის კათოლიკური ეკლესია უახლოვდებიან სრულ ევქარისტიულ ერთობას.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.