რმე-ს პატრიარქმა არქიმანდრიტ კირილს (გოვორუნს) მსახურება აუკრძალა

რმე-ს არქიმანდრიტი მეუ-ს მღვდლებთან ერთად (ცენტრში) ,,მსახურებაზე''. ფოტო: ФБ Ивана Сидора
2023 წლის 25 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა № У-02/152 განკარგულებით აუკრძალა არქიმანდრიტ კირილს (გოვორუნს) მსახურება, იუწყება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის ეპარქიის ვებგვერდი.
განკარგულების ტექსტში ნათქვამია, რომ გოვორუნმა არაერთხელ დაარღვია „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ერთგულების წერილობითი ვალდებულება“, რომელიც „სხვა საკითხებთან ერთად გამოიხატებოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეპისკოპოსებთან და სასულიერო პირებთან ერთად მსახურებაში, რომელთანაც წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ევქარისტიული ზიარება შეწყდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე უხეში შეჭრის გამო“.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს არ უხსენებია გოვორუნის მსახურება მეუ-ს სასულიერო პირებთან.
არქიმანდრიტის საქმე მოსკოვის ეპარქიის საეპარქიო სასამართლოში განიხილება. სანამ საქმე განიხილება გოვორუნს აეკრძალა მსახურება, კასოსა და სამღვდელო ჯვრის ტარება და სამღვდელო კურთხევის მიცემა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 13 აგვისტოს გოვორუნი მსახურობდა კიევის წმინდა ანდრიას ეკლესიაში ფანარის ეგზარქოსთან, ეპისკოპოს მიხაილთან (ანიშენკო) ერთად.
მანამდე მჟკ წერდა, რომ 2020 წელს გოვორუნი მსახურობდა კიევის წმინდა სოფიას ეკლესიაში მეუ-ს „მღვდლებთან“.
წაიკითხეთ ასევე
გალობის უნივერსიტეტში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პანაშვიდი აღევლინა, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ.
აზერბაიჯანის ელჩის მოწვევით გამართულ შეხვედრაზე მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე.
25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს
ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.
პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული აღტაცებითა და ძმური პატივისცემით შესცქერის საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, მამაც გზას“ — აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მილოცვაში.
მიტროპოლიტმა ნიკოლამ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოგზავნილ მილოცვაში მღვდელმთავარმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება.
წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა
სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.