25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს
ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.
2026 წლის 25 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
საპატრიარქო წირვა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს. ნათლობის მსურველები ტაძარში 12:00 საათზე უნდა მობრძანდნენ.
იმავე დღეს, 16:00 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი შიო III ახლად ნათელღებულებს დალოცავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი გიორგი კალანდია - ,,სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე''.
