უმე-ის სინოდი: კიევ-პეჩერის ლავრის გარშემო შექმნილი ვითარება სირცხვილი და უკანონობაა
კიევ-პეჩერის ლავრა. ფოტო: wikipedia.org
2023 წლის 25 სექტემბერს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდმა კიევ- პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებას სირცხვილი და უკანონობა უწოდა.
უმე-ის წმინდა სინოდის მიმართვაში მიაჩნიათ, რომ „ვითარება წმინდა მიძინების კიევ-პეჩერის ლავრასთან, რომელიც მთლიანად შეიქმნა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს მიერ“, არის სირცხვილი, რამაც „შოკი გამოიწვია სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანებს შორის.”
„მორწმუნეებს არ უშვებენ ქვემო ლავრის ტერიტორიაზე, რათა ილოცონ პეჩერის ღირსი მამების უხრწნელი და სასწაულმოქმედი ნაწილების წინ. ახლა არა მხოლოდ კიევის მცხოვრებლები ვერ მიდიან სალოცავში, არამედ მომლოცველებიც სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან, რომლებიც ასეთ რთულ დროს, რა თქმა უნდა, ცდილობენ ლავრას სალოცავად ესტუმრონ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სინოდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დადგა სიტუაცია, როდესაც მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ შეზღუდული უფლება, აღასრულონ ლოცვა მთელ მსოფლიოში სათაყვანებელ სალოცავებში, იმ დროს, როდესაც სხვა სარწმუნოებისა და რელიგიების წარმომადგენლები უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული რესურსებით“.
უმე-ის იერარქებმა აღნიშნეს, რომ „მორწმუნეები არასოდეს შეეგუებიან წმინდანების, როგორც „სამუზეუმო ექსპონატების“ დამამცირებელ დამოკიდებულებას, ზუსტად ასე უწოდებდნენ ამ სალოცავებს ხელისუფლების წარმომადგენლები.
„უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენლების იურიდიულად და მორალურად უკანონო ქმედებები ქვემო ლავრის ტერიტორიაზე აოცებს ლავრის ბერებს, კიევის სასულიერო სკოლების სტუდენტებსა და მასწავლებლებს, ასევე მორწმუნეებსა და მომლოცველებს.’’ - დარწმუნებული არიან სინოდის წევრები.
ამ ვითარებაში უმე-ის სინოდი მთელ თავის იმედს ღმერთზე ამყარებს, „რომელიც ლავრის დამაარსებლის წმიდა ანტონი პეჩერსკის დროიდან არაერთხელ და უკიდურესად ზღუდავდა მონასტრის დამრღვევთა გეგმებს და იცავდა მის მკვიდრთ“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ სინოდმა მოუწოდა მორწმუნეებს დაემორჩილონ ქრისტეს სიტყვებს საეკლესიო კონფლიქტებში.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.