მეუ-ს „იერარქი“: ჩვენს ჯარში 494 მანდატზე მხოლოდ 80 კაპელანია

მეუ-ს ,,მიტროპოლიტი'' იოან იარემენკო განმარტავს, რატომ არ სურთ მეუ-ს მღვდლებს ფრონტზე წასვლა. ფოტო: Укринформ

„მეუ-ს სამხედრო კაპელანობის სინოდალური მმართველობის“ უფროსმა იოანე იარემენკომ უკრინფორმს განუცხადა, რომ ჯარში მხოლოდ 80 კაპელანი იმყოფება მისი სტრუქტურიდან, თუმცა მეუ-სთვის 494 მანდატია გამოყოფილი. კიდევ 40 ადამიანი „სამხედრო ბიუროკრატიის გამო თანამდებობებს ვერ იკავებს  “.

მისი სიტყვებით, მეუ-ს კლირიკოსები უარს ამბობენ კაპელანებად მოღვაწეობაზე, ვინაიდან ისინი თითქოს „დემოტივირებულები“ არიან უშძ-ის მთავარსარდლის აპარატის უშძ-ის სამხედრო კაპელანობის სამსახურის ხელმძღვანელობასთან „ურთიერთობების კრიზისით“, სადაც მეუ-ს მიმართ შესაბამის პატივისცემას არ გამოხატავენ.

„ისინი, ვისაც ადრე პოტენციურ  სამხედრო კაპელანებად აღვიქვამდით, ახლა უარზე არიან და ამბობენ: დაველოდებით, სანამ რამე არ შეიცვლება. ამიტომ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ ამ კვოტებს ასი პროცენტით ვერ ვავსებთ კაპელანებით“, - განმარტავს იარემენკო.

ის აგრეთვე აცხადებს, რომ კაპელანების მიმართ მოთხოვნები ომის დაწყების მერე მნიშვნელოვნად დაეცა. კერძოდ, მეუ-ს კაპელანობის მსურველს არ ესაჭიროება სამწლიანი მღვდლობის სტაჟი. აგრეთვე სასულიერო განათლების მხრივაც მოთხოვნები შემცირებულია.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, იარემენკო თვლის, რომ მეუ-ს კლირიკოსებს არ სურთ ფრონტზე წასვლა ჯარის ხელმძღვანელობის მეუ-ს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულების გამო.  

„სამწუხაროდ, ხელმძღვანელობაში (უშძ-ის სკს, - რედ.) არ არის არც ერთი კაპელანი მართლმადიდებელი ეკლესიიდან უკრაინაში და ესეც ჩვენი პრეტენზიაა, რაღაც მიკერძოებული დამოკიდებულებაა მეუ-ს მიმართ“, - განაცხადა იარემენკომ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უბკე-ის კაპელანის სიტყვებით, მღვდლებს არ სურთ ჯარში წასვლა.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.