პესჩანოში მეუ-ს რეიდერებმა უმე-ს ტაძარში ღვთისმსახურების დროს მიტინგი გამართეს

მეუ-ს მხარდამჭერების პროვოკაცია უმე-ს ტაძართან ს.პესჩანოში. ფოტო: telegraf.in.ua

მეუ-ს მხარდამჭერების პროვოკაცია უმე-ს ტაძართან ს.პესჩანოში. ფოტო: telegraf.in.ua

2023 წ. 3 სექტემბერს პოლტავის ოლქის სოფელ პესჩანოეს უმე-ს მიძინების ტაძარში ლიტურგიის დაწყებისთანავე სპორტული აღნაგობის მამაკაცთა ჯგუფი შევარდა, რომელმაც ჩაშალა მსახურება და მოაწყო მიტინგი მრევლის მეუ-ში გადაყვანის მოთხოვნით. ამის შესახებ იუწყება უმე-ს კრემენჩუგის ეპარქიის პრეს-სამსახური.

პროვოკაციაში ძირითადად  კიროვოგრადის ოლქის სოფელ ვლასოვკას მოსახლეობა მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, ისინი იყვნენ საწარმოს «Королівський смак»-ის  თანამშრომლები, რომლის ხელმძღვანელობამ მოაწყო ეს აქცია.

„აქტივისტებს“ თან ახლდა „5 არხის“ გადამღები ჯგუფი.

ჩამოსულები აგრესიულად იქცეოდნენ. მათ მოიტანეს პლაკატები პოლიტიკური ლოზუნგებით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მღვდელს და მრევლს, იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს. რეიდერებმა ტაძრის მეუ-ში „გადასვლაზე“ „კენჭისყრა“ გამართეს, შემდეგ კი განაცხადეს, რომ თავიანთ „გადაწყვეტილებას“ მრევლის იურისდიქციის შეცვლის შესახებ ხელისუფლების ორგანოებს გადასცემენ.

ტაძრიდან გამოსულმა მეუ-ს მომხრეებმა მიტინგი ეზოში გააგრძელეს.

მანამდე მიძინების ტაძრის საძმომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ თავისი ერთგულების შესახებ განაცხადა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წ. 5 სექტემბერს რეიდერთა ჯგუფმა მეუ-ს „მღვდლის“ ვიტალი მატიაშჩუკის მეთაურობით კიევის მიკრორაიონ ბორტნიჩში ბოქლომები გატეხა და უმე-ს ტაძარი მიიტაცა.

ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია

ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.

საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა

დღეს ჩატარდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა.

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება

21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.

შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.

„ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები გამწვანების პროგრამაში ჩაერთნენ

ინიციატივის „გაამწვანე შენი ქალაქი“ ფარგლებში, №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს.

საქართველოს საპატრიარქომ საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა

25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი ნათლობა არ უკავშირდება პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.