პაპი არწმუნებდა უნიატებს, რომ ომში ის „უკრაინელი ხალხის“ გვერდით არის

რომის პაპი ფრანცისკე და უბკე-ს ხელმძღვანელი სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: ugcc.ua

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში გამართა შეხვედრა უბკე-ის ეპისკოპოსებთან, სადაც ის უნიატებს მათთან  სოლიდარობაში და ლოცვით კავშირში არწმუნებდა, მან აგრეთვე განაცხადა, რომ ომში ის „უკრაინელი ხალხის“ გვერდით დგას. ამის შესახებ უბკე-ის პრეს-სამსახური იუწყება. უკრაინის სოლიდარობასთან დაკავშირებით თავისი სიტყვების დადასტურების მიზნით, პაპმა  შეხვედრაზე მოიტანა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თავის დროზე მას უბკე-ის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა აჩუქა.

პაპი ყვებოდა, რომ ამ ხატის წინ ის ყოველდღე ლოცულობს უკრაინისთვის და მას უკრაინელ ხალხთან სიახლოვის განსაკუთრებულ ჟესტად და სიმბოლოდ მიიჩნევს.

თავის მხრივ, უბკე-ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პონტიფიკოსს მისი მცდელობისთვის, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, ეპისკოპოსებმა აღნიშნეს კარდინალ მათეო ძუპის მისიის მნიშვნელობა, რომელიც ჩავიდა კიევსა და მოსკოვში უკრაინაში ომის შეწყვეტის ვატიკანის გეგმის რეალიზების მიზნით.

როგორც მჟკ იუწყებოდა, პაპმა ფრანცისკემ რუსეთს დიდი კულტურისა და ადამიანობის ქვეყანა უწოდა.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.