უკრაინელი ეპისკოპოსი უძღვებოდა ესპანეთში უმე-ის სადღესასწაულო ლიტურგიას

უმე-ს მრევლი მარბელში. ფოტო: vzcz.church.ua
2023 წლის 28 აგვისტოს, უმე-ს საზღვარგარეთ არსებული სამრევლოს ხელმძღვანელმა, ბოიარსკის ეპისკოპოსმა ბენიამინმა, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ქალაქ მარბელში (ესპანეთი). ამის შესახებ იტყობინება უმე-ს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის დეპარტამენტი.
ეპისკოპოსს ემსახურებოდნენ მღვდელი იგორ ბუდნიკი და მღვდელი სერგი გორბაჩოვი. ლიტურგიის მონაწილეებმა საზეიმო ლოცვა აღავლინეს უკრაინაში მშვიდობისა და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.
მეუფემ მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა. ისაუბრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მოვლენის მნიშვნელობაზე მართლმადიდებელ ქრისტიანთა ცხოვრებაში.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მცირეწლოვანი მრევლისთვის პარაკლისი აღასრულეს.
ეპისკოპოსმა ბენიამინმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მღვდელმსახურებს ღვთის შეწევნა უსურვა სამღვდელო მსახურებაში, მრევლს კი ძალა და ღვთის წყალობა უსურვა რთულ ემიგრაციაში. ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მორწმუნეებმა თავიანთი ტაძარი დიდი სიყვარულითა და გემოვნებით მორთეს.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა, ტრადიციული უკრაინული კერძებით, სადღესასწაულო ტრაპეზი გამართეს.
როგორც მჟკ იტყობინება, 2023 წლის 5 აგვისტოს, პარიზის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა, პოჩაევის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული პირველად აღნიშნა.
წაიკითხეთ ასევე
ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია
ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.
საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა
დღეს ჩატარდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა.
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება
21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.
შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.
„ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები გამწვანების პროგრამაში ჩაერთნენ
ინიციატივის „გაამწვანე შენი ქალაქი“ ფარგლებში, №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს.
საქართველოს საპატრიარქომ საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა
25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი ნათლობა არ უკავშირდება პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.