ნოვინსკი: ლავრის მიტაცება ფანარიონის ინტერესებშია

უმე-ს პროტოდიაკონი ვადიმ ნოვინსკი. ფოტო: pravda.com.ua

ყოფილმა სახალხო დეპუტატმა და უმე-ს პროტოდიაკონმა ვადიმ ნოვინსკიმ განაცხადა, რომ პატრიარქი ბართლომე სრულ პასუხიმგებლობას იღებს კიევ-პეჩერის ლავრის მიტაცებაზე და უკრაინაში კანონიკური მართლმადიდებლობის დევნისთვის. ამის  შესახებ მან თავის Facebook გვერდზე დაწერა უნეტარესი მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის დღეს.

 

მისი სიტყვებით, მონასტრის მიტაცება - „სულიერ დამოუკიდებლობაზე“ ზრუნვა კი არ არის, არამედ ფანარიონის მცდელობა, რომ მთელი რიგი ძველი სატაძრო კომპლექსი უკრაინაში სტავროპიგიას მიაკუთვნოს.

 

ნოვინსკიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან უმე-ზე თავდასხმა პოლიტიკური აქტია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას არღვევს.

 

„სწორედ ისინი (ფანარიონი - რედ.) პროვოცრებენ ქმედებებს, რომლებიც იწვევენ არეულობას და განხეთქილებას. უმე-ს სამღვდელოების დევნა ეს ნაციონალური უსაფრთხოების გაძლიერება კი არ არის, არამედ მართლმადიდებლობის ნგრევის, მღვდლებისა და ერის დაშინების მცდელობა. ეს „სულიერი დამოუკიდებლობის“ შექმნა კი არ არის, არამედ ქრისტესგან დამოუკიდებლობის შექმნა და ამქვეყნიური მმართველების თაყვანისცემა და ამქვეყნიური ვნებების დაკმაყოფილებაა“ - თქვა მან.

ყოფილმა სახალხო დეპუტატმა დანანებით აღნიშნა, რომ სწორედ სასტიკი ომისა და მასშტაბური საგარეო აგრესიის დროს გაჩაღდა მასიური კამპანია უმე-ს წინააღმდეგ.

მან გაიხსენა, რომ გამოგონილი საბაბებით უმე-ს იერარქთა დაპატიმრებებმა  ზოგიერთი მღვდელმთავრის ინსულტები და ინფარქტები გამოიწვიეს.

„ხელისუფლების მხრიდან დამცინავი  ქმედებების შედეგად მეუფე პავლე ინფარქტით საავადმყოფოს პალატაში მოხვდა. ...> დევნამ ბანჩენის მიტროპოლიტი ლონგინოზი, რომელიც ცნობილია თავისი ქველმოქმედებით და პედაგოგიური მოღვაწეობით, ინსულტამდე მიიყვანა. მეუფე ლონგინოზმა ასობით ბავშვი იშვილა და მათთვის მეორე მამა გახდა, ზრუნავდა მათთვის ისე, როგორც საკუთარ შვილებზე“, - აღნიშნა მან.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი წინამძღოლის პოზიციის და რაც მთავარია მისი ლოცვის წყალობით ჩვენ გავუმკლავდებით ჩვენზე დაშვებულ ყველა გამსაცდელსა და დევნას. ღვთის ეკლესია არა მარტო გაუძლებს მათ, არამედ გაძლიერდება. უკრაინა არა მარტო უკგაუძლებს, არამედ აღორძინდება“, - წერდა პროტოდიაკონი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ლავრაში ხელისუფლების ქმედებები ძლიერ ვნებს ქვეყანას როგორც საზოგადოების შიგნით, ასევე  აზიანებს უკრაინის იმიჯს საზღვარგარეთ.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.