კოველში რკე-ს მღვდელმა გოგონა სკოჩით შეკრა ალუბლის დაკრეფვისთვის
კოველის წმინდა ანას ტაძრის წინამძღვარი. ფოტო: EWTN Ukraine
2023 წლის 8 ივნისს, ქოველში, წმინდა ანას კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა მეექვსე კლასელი დაიჭირა, რომელიც ტაძრის ტერიტორიაზე ალუბალს კრეფდა. ამისათვის მან გოგონა სკოჩით მიაბა და იარაღით დაემუქრა, წერს ,,Kovel Media'' კოველის საქალაქო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.
„ქალაქის ერთ-ერთი ლიცეუმის მე-6 კლასის მოსწავლე კოველის წმინდა ანას ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ალუბალს კრეფდა. ტაძრის წინამძღვარმა გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, სხეული სკოჩით შეუკრა, რასაც თან ახლდა იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით მუქარა“, ნათქვამია სასამართლოს ბრძანებაში.
რომის კათოლიკური ეკლესიის ლუცკის ეპარქიის ვებგვერდის ცნობით, ტაძრის წინამძღვარია „წმინდა ფრანცისკეს სახელობის სასულიერო სკოლის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშჩუკი.
მანამდე, მჟკ-მ დაწერა, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ დადიან ქალები საკურთხევლის გავლით უბკე-ს ეკლესიაში.
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.