ხმელნიცკის საქალაქსო საბჭომ გადაწყვიტა უმე-ს ტაძრის ნაცვლად საბავშვო ბაღის აშენება

ადრიანა და ნატალია წამებულის სახელობის უმე-ს სამრეკლო ქ. ხმელნიცკში. ფოტო: vsim.ua

ადრიანა და ნატალია წამებულის სახელობის უმე-ს სამრეკლო ქ. ხმელნიცკში. ფოტო: vsim.ua

2023 წლის 22 ივნისს ხმელნიცკის საქალაქო საბჭოს სესიაზე დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება ხუთი მიწის ნაკვეთის გამოყენების შესახებ, რომელიც ადრე წაართვეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თემს, გვატყობინებს თავის ტელეგრამ-არხზე ქალაქის მერი ალექსანდრე სიმჩიშინი.

კერძოდ, საქალაქო საბჭომ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ოზერნაიას მიკრორაიონში (პანა მირნის ქუჩა, 16/1ა) გამოყო მიწის ნაკვეთი, სადაც ახლა დგას მოწამე ადრიანისა და ნატალიას სახელობის უმე-ს სამრეკლო.

2 ჰექტარის ფართობის ნაკვეთი საქალაქო ხელისუფლებამ 2012 წელს უმე-ს თემს გამოუყო წმინდა მოწამეების ვერას, ნადეჟდასა და ლუბოვის და მათი დედის, წმინდა სოფიას სახელზე ტაძრის, სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრის, სამრევლო სახლის, სამეურნეო ნაგებობეისა და პარკის მოწყობისთვის. 2022 წლის 26 აგვისტოს საქალაქო საბჭომ თემს ჩამოართვა მიწით სარგებლობის უფლება.

ასევე 2023 წლის 22 ივნისს სესიაზე დეპუტატებმა მეუ-ს გადასცეს მიწის ნაკვეთები უმე-ს ადრე მიტაცებული ტაძრებიდან - წმინდა საფარველის საკათედრო ტაძრის (ვლადიმირის ქუჩა, 113), წმინდა გიორგის ტაძრის (ივან ფრანკოს ქუჩა, 1/15) და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის (შუხევიჩის ქუჩა, 11/2). კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა წმინდა გიორგის მრევლს, გადასცეს სამხედრო ნაწილს.

როგორც წერდა მჟკ, წინა სესიაზე, 24 მაისს ხმელნიცკის საქალაქო საბჭომ მეუ-ს გადასცა მიწის ნაკვეთები წმინდა საფარველის ტაძართან პროფკავშირის ქუჩა, 41 და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის, ვაისერის ქუჩა, 15. გარდა ამისა, სიმჩიშინის სიტყვებით, ხელისუფლებამ „შეიტანა მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი, ვლადიმის ქუჩა, 113“, სადაც განთავსებულია წმინდა საფარველის საკათედრო ტაძარი.

2023 წლის 4 აპრილს ხმელნიცკის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა უმე-ს ჩამოართვეს უფლება იოანე პრედტეჩენის მონასტრისა და საეპარქიო სამმართველოს მიწაზე.

ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია

ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.

საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა

დღეს ჩატარდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა.

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება

21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.

შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.

„ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები გამწვანების პროგრამაში ჩაერთნენ

ინიციატივის „გაამწვანე შენი ქალაქი“ ფარგლებში, №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს.

საქართველოს საპატრიარქომ საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა

25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი ნათლობა არ უკავშირდება პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.