ესტონეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა
გეი-პრაიდი ტალინში. ფოტო: ERR
2023 წლის 20 ივნისს ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, იტყობინება ERR. კანონპროექტის მიღებას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34 წინააღმდეგი იყო. იგი ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.
ახალი კანონი ერთსქესიან წყვილებს საერთო შვილის აყვანის უფლებას აძლევს. ერთსქესიან წყვილებს ექნებათ უფლება ბიოლოგიური მშობლის თანხმობით იშვილოს მეუღლის შვილი.
„ეს არის მკაფიო სიგნალი ჩვენი დებისა და ძმებისთვის ევროპასა და მთელ დასავლურ სამყაროში, რომ ჩვენ ღირებულებებისა და კულტურის საერთო სივრცეში ვართ“, - განუცხადა ERR -ს, სოციალ-დემოკრატების დეპუტატმა ედუარდ ოდინეცმა.
ამასთან, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ გაისმა უკმაყოფილების შეძახილები და ვიცე-სპიკერმა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, პარლამენტარებს წესრიგისკენ მოუწოდა.
„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ჩვენ ვიშორებთ საბჭოთა წარსულის ტვირთს... მაგრამ თქვენ ნამდვილად გაქვთ თუ არა იმ ადამიანების მენტალიტეტი, რომლებსაც სჯერათ, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი არის ერთგვარი საბჭოთა კულტურის კონკრეტული ფენომენი? - კანონის მიღებაზე კომენტარი გააკეთა EKRE-ს დეპუტატმა ვარო ვუგლაიდმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ესტონეთში შესვლა აეკრძალა.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.