იერუსალიმის იერარქი ლავრიდან ბერების განდევნის მცდელობებს დანაშაულს უწოდებს
მიტროპოლიტი ტიმოთე ვოსტრაელი (მარგარიტისი). ფოტო: news.church.ua
იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქმა, წმინდა სამარხის ეგზარქოსმა კვიპროსში, მიტროპოლიტმა ტიმოთე ვოსტრაელმა (მარგარიტისმა) განაცხადა, რომ უმე-ის ბერების განდევნის მცდელობები კიევ-პეჩორის ლავრიდან არის მორალური დანაშაული და სიძულვილის გამოვლინება შეუსაბამო ქრისტიანებისთვის, იუწყება tass.ru.
„არ ვიცი, არის თუ არა კანონით დამტკიცებული უკრაინის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება, მაგრამ მორალური თვალსაზრისით, დანაშაულია, თუ ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ბერებმა დატოვონ კელიები“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, მეუ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს უმე-ის იერარქებთან შერიგების შესაძლებლობა.
„ეკლესიების იძულებით აღება და ეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების დევნა, ახლა კი ლავრიდან ბერების გაძევება, რომელშიც აშკარა სიძულვილის გამოვლინებაა, რომელიც ზოგადად ქრისტიანებს არ შეეფერებათ, ხელს უწყობს მათ შორის უფსკრულის გაზრდას, მეუ-სა და კანონიკურ უმე-ს შორის. იმის მაგივრად, რომ ყველა ბერი სიყვარულით მიეღო და მათ მშობლიურ მონასტერში მსახურების საშუალება მიეცა, სამწუხაროდ, მეუ ამტკიცებს, რომ მოკლებულია ქრისტეს სიყვარულს და ებრძვის მათ“, - დასძინა იერუსალიმის ეკლესიის იერარქმა.
მიტროპოლიტმა ტიმოთემ მიუღებლად უწოდა უკრაინის სახელმწიფოს შანტაჟი და სასტიკი ზომები, რომელსაც იგი იყენებს ბერებთან მიმართებაში ახალი საეკლესიო ხელისუფლების მისაღებად.
იერარქმა გაიხსენა, რომ დღეს დევნილმა ბერებმა ოდესღაც ათეისტურ პერიოდში მიტოვებული კიევ-პეჩორის ლავრა აქციეს „სულიერ ცენტრად, ლოცვის ადგილად და თავშესაფარად ყველა მორწმუნესთვის“.
„ჩვენ ყველა ვლოცულობთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, გამოასწორონ თავიანთი ანტიქრისტიანული ქმედებები, შეწყვიტონ ეკლესიის გამოყენება პოლიტიკურ თამაშებში, ბერებს შეეშვან და მისცეს მათ საშუალება, ილოცონ მშვიდობისთვის. დაე, ლავრამ განაგრძოს თავისი მისიის შესრულება. მაგრამ პოლიტიკური ლიდერები, სამწუხაროდ, არ აღიქვამენ ასეთ სენსიტიურ საკითხებს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ტიმოთემ.
როგორც მანამდე მჟკ წერდაი, დეპუტატმა არტემ დმიტრუკმა განაცხადა, რომ ტკაჩენკოს ქმედებები ლავრაზე არაკომპეტენტურობა და ბარბაროსობაა, ამიტომ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.