მსს-ის დელეგაციამ პატრიარქ კირილთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა
პატრიარქი კირილისა და მსს-ს გენერალური მდივანის შეხვედრა მოსკოვში. ფოტო: сайт Московской патриархии
მოსკოვის დანილოვის მონასტერში პატრიარქი კირილი 17 მაისს შეხვდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დელეგაციას, იუწყება მოსკოვის საპატრიარქოს რესურსი.
რმე-ს წინამძღვრის აზრით ფანარი ჩართულია უმე-ის გარშემო არსებულ ვითარებაში.
„უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განსაკუთრებით გვაწუხებს ამ კონფლიქტში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მონაწილეობა - უკრაინაში საეკლესიო კრიზისის განვითარებაში სწორედ მისი მონაწილეობა გვირთულებს მონაწილეობას კომისიებში, კომიტეტებში, რომლებსაც ხელმძღვანელობს კონსტანტინოპოლის ესა თუ ის წარმომადგენელი“, - განაცხადა მან.
მსს-ის გენერალურმა მდივანმა ჯერი პილეიმ განაცხადა, რომ „ჩვენ ახლახან ვესტუმრეთ უკრაინას და დავინახეთ შედეგები, რაც ხდება, განსაკუთრებით ზოგიერთ თემში. ჩვენ ვნახეთ როგორ ისპობა ადამიანთა სიცოცხლე, ნადგურდება ქონება და გვჯერა, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ ყველაფერი უნდა გააკეთოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობისთვის“.
უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების ინიციატივებზე მსჯელობისას ჯერი პილეიმ თქვა: „ახლა გვესმის, რომ ჩვენს განცხადებებსა და ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შედეგები, განსაკუთრებით უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წარმომადგენლები ლავრასთან სალოცავად მივიდნენ.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.