პოჩაევის ლავრასთან ბერ იობის მიერ დარგული ცაცხვი ამოძირკვეს
წმინდა იობის მიერ დარგული ცაცხვი. ფოტო:
ცაცხვი, რომელიც თითქმის 500 წლის წინ დარგო პოჩაევის ბერმა იობმა წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრასთან, ამოძირკვილია.
ამის შესახებ იტყობინება უმე-ის ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის ტელეგრამ არხი.
„ბრწყინვალე შვიდეულში ყველაზე ძველი პოჩაევის ცაცხვის ხერხემალი დაიშალა. მათ დაანგრიეს იობ პოჩაევსკის ცაცხვის სალოცავი. თითქმის 500 წლის წინ წმინდა იობმა პოჩაევში გზების გასწვრივ ცაცხვის ხეივნები გააშენა. ერთ-ერთი ასეთი ცაცხვი დღემდე შემორჩა, მაგრამ გამხმარია. ჩვენს თვალწინ ქრება ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის ისტორია“, - ნათქვამია ეპარქიის ტელეგრამ არხზე.
კონკრეტულად ვინ ამოძირკვა ხე, უცნობია.
პოჩაევის ცაცხვი უკრაინის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი ძეგლი იყო. მისი ღეროს დიამეტრი 200 სმ იყო, 1974 წელს ტერნოპოლის სამხარეო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ხე გამოცხადდა ბუნებრივი სარეზერვო ფონდის ობიექტად.
იობი პოჩაევსკი (1551-1651) - პოჩაევის მონასტრის წინამძღვარი, მისი კურთხევით პრინც კონსტანტინე ოსტროჟსკის სტამბაში, ივან ფედოროვმა 1581 წელს დაბეჭდა ოსტროგის ბიბლია, წმინდა წიგნის პირველი სრული გამოცემა საეკლესიო სლავურ ენაზე.
როგორც ადრე მჟკ წერდა, სბუ-მ პოჩაევის ძმები ეჭვმიტანილთა სიაში ,,ჩაწერა’’.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.