უნეტარესი: გთხოვთ ილოცეთ ლავრის ძმებისთვის

ლიტურგია კიევ-პეჩორის ლავრაში. ფოტო: t.me/s/upc_news

2023 წლის 26 მარტს მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ საზეიმო წირვა აღავლინა კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრის ამაღლების ეკლესიის მახლობლად მოედანზე, იუწყება უმე-ის პრესსამსახური.

თავის ქადაგებაში წინამძღვარმა ყველას სთხოვა ილოცონ მონასტრიდან გაძევებული ლავრელი ძმებისთვის.

„წმიდა მონასტერში ძლიერი ლოცვა ჟღერს. სამყარო ცხოვრობს არა საუბრით, არამედ ლოცვით. გთხოვთ, ძმებო და დებო, ილოცოთ ძმებისთვის, რათა მათ შეასრულონ თავიანთი მსახურება აქ და აღასრულონ ლოცვა მომავალში - მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი არმიისთვის, ხელისუფლებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის“, - თქვა მისმა უნეტარესმა ონუფრიმ.

მისმა უნეტარესმა თქვა, რომ მონასტერში მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობენ და მოუწოდა, ილოცონ, რათა ძმებმა განაგრძონ ეს ღვაწლი, რომელიც ძალიან სჭირდება მსოფლიოს.

„წმინდა მონასტერში ისმის ძლიერი ლოცვა - როგორც მათი მიწისთვის, ასევე ხალხისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მსოფლიოში ბევრი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, მოსაუბრეა, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ცოტას ლოცულობენ. სამყარო არსებობს არა სიტყვიერებით, არამედ ლოცვით. სამყაროს სიტყვიერება კი არ სჭირდება, არამედ ლოცვა - რათა ადამიანმა გონება ღმერთისკენ მ იმართოს, გაიხსენოს თავისი მაღალი ხვედრი, რომ ღმერთმა შეგვქმნა, ამქვეყნად მოგვავლინა არა იმისთვის, რომ ეს დედამიწა დავანგრიოთ, ერთმანეთი დავხოცოთ, არ უბრძანებია ჩვენთვის, რომ ერთმანეთი დავხოცოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ, არამედ ვიცხოვროთ მშვიდობით, ჰარმონიით და სიყვარულით როგორც ღმერთის, ასევე ერთმანეთის მიმართ. მისთვის ლოცულობენ წმინდა მონასტერში დღე და ღამე“, - დასძინა უმე-ის წინამძღვარმა.

როგორც მჟკ მანამდე წერდა, მისი უნეტარესი ლიტურგიას ლავრის წმიდა ჯვრის ტაძართან აღავლენს.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.