სმე-ის იერარქი: უკრაინის ხელისუფლება დევნის უმე-ს და ადამიანის უფლებებს თელავს
ეპისკოპოსი სილუანი. ფოტო: srpska.pravoslavie.ru
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპისკოპოსმა სილუანემ (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია) მიმართა ავსტრალიის ხელისუფლებას და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება სდევნის უმე-ს და ადამიანის უფლებებს თელავს, იუწყება soc.org.au.
სერბეთის ეკლესიის იერარქი საუბრობდა უძველესი სავანიდან კიევ-პეჩერის ლავრის საძმოს გამოსახლების მიზეზებზე.
„ამ დევნის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ უმე უარს ამბობს დაემორჩილოს პოლიტიკას და ნაწილი გახდეს სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული იმ ნაციონალისტური წარმონაქმნისა, რომელიც ცნობილია როგორც მეუ“, - აღნიშნა სმე-ის იერარქმა.
„ზემოთხსენებული ლავრის ბერების დევნა სინამდვილეში ნაციონალისტური ხანძრის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც პოლიტიკურად გაჩაღებული და გაღვივებულია უკრაინის მთავრობის მიერ კიევში“, - დაამატა მან.
ეპისკოპოსი სილუანე საუბრობდა იმის შესახებ, რომ კიევის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები მალავენ ბერების მძიმე მდგომარეობას და მან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა მოთხოვოს უკრაინის ხელისუფლებას „პატივი სცეს და დაიცვას დემოკრატიული უფლებები, რელიგიური თავისუფლება და სინდისის თავისუფლება, განსაკუთრებით უკრაინის, კიევის, კიევ-პეჩერის ლავრის და უმე-ს ბერებთან მიმართებით“.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, სერბეთის ეპისკოპოსმა მიმართა ხორვატიის ხელისუფლებას უმე-ს დაცვის თხოვნით.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.