იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის მეფის კორონაციისთვის მირონი აკურთხეს

პატრიარქი თეოფილე და ინგლისელი მთავარეპისკოპოსი იერუსალიმში ხოსამ ნაუმი. ფოტო: royal.uk

მაცხოვრის საფლავის ტაძარში პატრიარქმა თეოფილემ აკურთხა ზეთი, რომელსაც გამეფებისას დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ III ცხებენ, აცხადებს ბუკინგემის სასახლის პრეს-სამსახური.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარში ზეთის კურთხევის სპეციალურ ცერემონიას ესწრებოდა იერუსალიმში ანგლიკანური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ჰოსამ ნაუმი.

აღსანიშნავია, რომ ზეთის წარმოებისთვის გამოყენებულუ იყო ზეთისხილი, რომელიც მოკრიფეს ზეთისხილის მთის ორ ჭალაში, მარიამ მაგდალინელის მონასტერში და ამაღლების მონასტერში. მარიამ მაგდალინელის მონასტერი არის მეფე ჩარლზის ბებიის,  პრინცესა ალისა ბერძენის საფლავის ადგილი.

ამ მოვლენის კომენტირების დროს კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პატრიარქ თეოფილეს „კორონაციის ზეთის ბოძების გამო, რომელიც გამოხატავს მეფის პირად ოჯახურ კავშირს წმინდა მიწასთან და მის დიდ ზრუნვას ამ მიწის ხალხებზე“.

მან აღნიშნა, რომ კორონაციის დაგეგმვის დროს  სურდა, „რომ ახალი ზეთი კორონაციისთვის მომზადებულიყო ზეთისხილისგან, რომელიც ზეთისხილის მთიდან იქნებოდა“.

არქიეპისკოპოსის სიტყვებით, ის ფაქტი, რომ ზეთი მომზადებულია ზეთისხილის მთის ზეთისხილისგან „აჩვენებს ღრმა ისტორიულ კავშირს კორონაციას, ბიბლიასა და წმინდა მიწას შორის“.

„ძველი მეფეებიდან ჩვენს დრომდე მონარქები იცხებდნენ ზეთს, რომელიც ამ წმინდა ადგილიდან იყო. ახლა, როდესაც მეფისა და დედოფალ-კონსორტის მირონცხებისთვის ვემზადებით, ვლოცულობ, რომ სულიწმინდამ უწინამძღვროს და გააძლიეროს ისინი“, - თქვა კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა.

ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III კორონაციის შემდეგ ბუკინგემის სასახლე გეგმავს, რომ მის მეუღლეს კამილას ოფიციალურად  დედოფალი უწოდოს და არა დედოფალი-კონსორტი.

ჩარლზ III კორონაცია შედგება 2023 წლის 6 მაისს. ცერემონიაზე აჩვენებენ უინძორების სამეფო დინასტიის უძველეს არტეფაქტს - კორონაციის XIII საუკუნის ვერცხლის კოვზს.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მეფე ჩარლზ III გახდა ანგლიკანური ეკლესიის ახალი მეთაური.

წაიკითხეთ ასევე

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.

მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა

22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა

საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.

წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება პოკონოში

წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს პოკონოში სამღვდელმთავრო ლიტურგია აღევლინება.