ლვოვში პედოფილიის ბრალდებით დააკავეს მეუ-ს "დიაკონი"
მეუ-ს პედოფილიაში ეჭვმიტანილი ,,დიაკონი''. ფოტო: facebook.com/MVS.LVIV
ლვოვში პოლიციის თანამშრომლებმა 44 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებაში. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ლვოვის ოლქის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ბავშვის მამა ასევე „მცირეწლოვანს აიძულებდა, ეწარმოებინა პორნოგრაფიული მასალები და სექსუალური ვნების დაკმაყოფილებას არაბუნებრივი გზით“.
მოგვიანებით, Tvoemisto.tv-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პედოფილიაში ეჭვმიტანილი მამაკაცი არის მეუ-ს ლვოვის ერთ-ერთი მრევლის „დიაკონი“, რომელიც ადრე უმე(კ)-ის იურისდიქციაში იყო.
ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ „მღვდელი“ არაერთხელ ყოფილა დაქორწინებული და რამდენიმე შვილი ჰყავს.
„სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ, დაზარალებულმა დახმარებისთვის მიმართა ფსიქოლოგს და მოგვიანებით აცნობა სამართალდამცავებს იმ დანაშაულების შესახებ, რომელსაც მამამისი წლების განმავლობაში ჩადიოდა მის მიმართ“, - აცხადებენ პოლიციაში.
სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოს უფლების გარეშე მიუსაჯა.
როგორც მჟკ იტყობინება, ამერიკელმა პოლიტიკოსმა ქეთი პორტერმა განაცხადა, რომ პედოფილია დანაშაული არ არის.
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.