არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედება შეუჩერდა
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ფოტო: ღია წყარო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) შეჩერებულია მღვდელმოქმედებიდან.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არქიმანდრიტი დოროთე ბოლო პერიოდში, როგორც მასმედიის საშუალებით, ასევე ამბიონიდან ქადაგებების დროს, სისტემატურად გამოთქვამდა უსამართლო ბრალდებებსა და აკეთებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრებისა და ცალკეული სასულიერო პირების მისამართით.
ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს მასთან გაიმართა გასაუბრება, სადაც მან პირობა დადო, რომ მსგავს განცხადებებს შეწყვეტდა, თუმცა აღნიშნული პირობა 28 სექტემბერს დაარღვია. შემდგომში იგი ორჯერ იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზე, რომელზეც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, პირველად საყვედური გამოეცხადა, ხოლო მეორედ ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა.
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს არქიმანდრიტ დოროთეს ეპარქიული კომისიის სახელით გაეგზავნა წერილი შეგონებითა და ქრისტესმიერ ძმობაში დაბრუნებისკენ მოწოდებით. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ აგრძელებდა ეკლესიის იერარქების მიმართ შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო განცხადებებს, რის გამოც 16 დეკემბერს ისევ იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზე.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არქიმანდრიტმა კომისიაზე დაბარების შესახებ ცნობის მიღების შემდეგაც გააგრძელა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება ქადაგებებისა და სატელევიზიო გამოსვლების დროს, 15 დეკემბერს ქორეპისკოპოსების, სინოდალური კომისიის წევრი მღვდელმთავრებისა და ცალკეული სასულიერო პირების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შუამდგომლობით მიემართათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის არქიმანდრიტ დოროთესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე.
მისმა უწმინდესობამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალური Facebook გვერდი.
მართლმადოიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფიჭვნარის მამათა მონასტერში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი იკურთხება.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.