გელათის სასულიერო აკადემიის სტუდენტები უნიკალურ გამოფენას ესტუმრნენ

გელათის სასულიერო აკადემიის სტუდენტები ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში. ფოტო: გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია

2025 წლის 3 დეკემბერს, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

სტუდენტებმა დაათვალიერეს დროებითი გამოფენა „ქუთაისური ფოლიანტები“, სადაც წარმოდგენილია ძველი ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერები, ძველნაბეჭდი წიგნები და იშვიათი გამოცემები. ექსპონატების ქრონოლოგიური დიაპაზონი X-XIX საუკუნეებს მოიცავს და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ფურცელს წარმოაჩენს.

ვიზიტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ ქართული წიგნიერების მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ისტორიულ მასალებთან შეხებით გააღრმავონ აკადემიური ცოდნა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია,  მიტროპოლიტ არსენის საქმეზე პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება.

წაიკითხეთ ასევე

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.