საპატრიარქოში ზნეობის კომისიამ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მკაცრი გაფრთხილება გამოუცხადა
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ფოტო: ღია წყარო
საქართველოს საპატრიარქოში 2025 წლის 16 ოქტომბერს, გაიმართა ზნეობის (ეპარქიული) კომისიის სხდომა, რომელიც ბეთლემის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთე (ყურაშვილის) გარეშე ჩატარდა.
კომისიამ განიხილა არქიმანდრიტის საქმის გარემოებები და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
„არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე,“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
კომისიის სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
კომისიის შემადგენლობა შემდეგი იყო:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი;
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე — საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი — თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე.
სხდომას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არ დასწრებია. როგორც ცნობილია, მან ზნეობის კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა და სასულიერო პირებს შესთავაზა, მისთვის წერილობით მიემართათ.
დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მამა დოროთე კომისიაზე საჯარო განცხადებების გამო იქნა დაბარებული.
„კომისია იმსჯელებს, შეაფასებს საქმის გარემოებებს და გადაწყვეტს, რა სახის სასჯელი იქნება მიზანშეწონილი. სხდომის დასრულების შემდეგ შედგება ოქმი, რომელიც გამოქვეყნდება. საბოლოო გადაწყვეტილების დამტკიცება პატრიარქის ხელში იქნება,“ – განაცხადა ბოტკოველმა.
ბექგრაუნდი:
ბეთლემის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბოლო პერიოდში აქტიურად აკეთებდა საჯარო განცხადებებს, მათ შორის – მთავრობისა და ეკლესიის ხელმძღვანელობის მისამართით. აღნიშნული განცხადებები გახდა მიზეზი, რის გამოც ზნეობის კომისიამ მისი საქმის განხილვა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ზნეობის კომისიის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად საპატრიარქოს რეზიდენციაში იმყოფებოდა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესტუმრა.
საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საჯაროდ არ გაუხმაურებულა, თუმცა მისი დრო და გარემოებანი საზოგადოების მხრიდან დამატებით ინტერესს იწვევს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს „მთავრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ისე ცოტანი ვართ".
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.