თბილისში ერეკლე მეორეს ძეგლი გაიხსნა

ერეკლე მეორეს ძეგლი ისნის რაიონში. ფოტო: პირველი არხი

თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული მეფის, ერეკლე მეორის ძეგლი აღმართეს. მონუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა – ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს... საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მშვიდობიანი მომავლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი მონუმენტი ქართველი მოქანდაკეების ჯგუფმა დაამუშავა. სწორედ მერაბიშვილის ნამუშევარია ასევე თელავში აღმართული ცნობილი ცხენოსანი ქანდაკება.

ღონისძიებას უამრავი ხელოვანი, არქიტექტორი და მოქანდაკე ესწრებოდა, რაც კიდევ უფრო გამოკვეთდა მისი კულტურული და ეროვნული მნიშვნელობას.

ერეკლე II დიბადა 1720 წელის 7 ნოემბერი, —გ. 11 იანვარი, 1798, იქვე; დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იყო 1744-1762 წლებში კახეთის, ხოლო 1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე. იგი ბაგრატიონთა ორი შტოს ,ქართლისა და კახეთის გამაერთიანებელი იყო. დედამისი თამარი ვახტანგ VI-ის ასული გახლდათ, ხოლო მამა თეიმურაზ II, ქართლის მეფე.

ქართველ ხალხისთვის რთულ ისტორიულ ეპოქაში ერეკლე II გამორჩეული პოლიტიკური გონიერებითა და სამხედრო სიმამაცით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, 1733 წელს, მამას ახლდა ლაშქრობაში ლეკების წინააღმდეგ. შემდგომში, ნადირ-შაჰის ლაშქრობებში მონაწილეობისას, მან სამხედრო გამოცდილება და ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც ქართველთა შორისაც და სპარსელთა კარებშიც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა.

1745 წელს ნადირ-შაჰმა იგი კახეთის მეფედ დაამტკიცა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეობა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს გაძლიერებასა და ერთიანობის შენარჩუნებას მტრულ გარემოში.

მიუხედავად მუდმივი საფრთხეებისა, ირანის, ოსმალეთისა და დაღესტნელი მტრის მხრიდან, ერეკლე II ცდილობდა საქართველოს ევროპული ქვეყნებისკენ მოემართა. მისი პოლიტიკური გონიერება და ერთგულება ქვეყნის მიმართ განსაკუთრებით გამოიკვეთა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატში, რომელიც, მიუხედავად შემდგომი ტრაგიკული მოვლენებისა, საქართველოს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დასაწყისად იქცა.

მეფე 1798 წლის 11 იანვარსგარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, იყო ერეკლე II საქართველოს ისტორიაში დარჩა როგორც მეფე, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა დახარჯა ქართული სახელმწიფოებრიობის, რწმენისა და კულტურის დასაცავად.

თბილისში მისი ახალი მონუმენტი კი სწორედ ამ ღვაწლის უკვდავსაყოფად იქცა და კიდევ ერთხელ შეახსენა თბილისსა და საქართველოს მომავალ თაობებს, რომ ერეკლე II ეროვნული ძალის, ბრძოლისუნარიანობისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის სიმბოლოა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კრწანისის გმირთა ხსენება.

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.