საფრანგეთში, საკვირაო სკოლა „თამარიონში“ ახალი სასწავლო წელი იწყება
წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლისთვის იწვევს.
საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლა „თამარიონში“ ახალი სასწავლო წელი იწყება.
საკვირაო სკოლაში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ქართული ენა და ისტორია, ქართული ხალხური სიმღერა და ფანდური, ქართული ცეკვა, ასევე დაეუფლონ ჭადრაკის ხელოვნებას.
სასწავლო პროგრამასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვების ეკლესიასთან ურთიერთობასა და სულიერ-ზნეობრივ აღზრდას. სკოლა მიზნად ისახავს, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს შეუქმნას შესაძლებლობა, შეინარჩუნონ მშობლიური ენა, გაეცნონ საქართველოს ისტორიასა და კულტურას და ღირსეულად გააგრძელონ ეროვნული და სულიერი ტრადიციები.
რეგისტრაცია გაიმართება 6 სექტემბერს, 12:00 საათიდან.
მისამართი: 6 impasse Boieldieu, Villeneuve-Saint-Georges, საკვირაო სკოლის დარბაზი.
სასწავლო პროცესი 13 სექტემბერს განახლდება.
საკვირაო სკოლა „თამარიონი“ ახალ სასწავლო წელს ყველა დაინტერესებულ ოჯახს და ბავშვებს გულითადად იწვევს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 25 ივლისს ნიცაში, წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.