25 ივლისს ნიცაში, წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, წირვას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს, ლიტურგიის შემდეგ კი მიცვალებულთა სულის საოხად პანაშვიდი გადაიხდება.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, შაბათს, 25 ივლისს , ქალაქ ნიცაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართულ სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება და მას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიცვალებულთა სულის საოხად პანაშვიდი გადაიხდება.
ღვთისმსახურება გაიმართება წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა ალექსანდრას სახელობის ტაძარში , მისამართზე: 6 Rue Longchamp, 06000 Nice, France.
სამრევლო მორწმუნეებს საღმრთო ლიტურგიასა და პანაშვიდში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა აბრაამმა არქიმანდრიტ ანტონ (კანდელაკს) მრავალწლიანი მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.
0
0
წმ.თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საზღვარგარეთ
მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია)
იღუმენი ეფრემ (ჯოლოხავა)
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09