მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა საერთაშორისო აღიარება ტოკიოში მოიპოვა

25 აგვისტო 14:40
144
მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა.ფოტო: იუსტიციის სახლი მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა.ფოტო: იუსტიციის სახლი

პროექტმა „Japan International Design Award“-ზე პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.

მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი პროექტი ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე — „Japan International Design Award“— დაჯილდოვდა.

პროექტმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში — „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“. მესტიის უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და სვანური არქიტექტურული მემკვიდრეობის მოტივებთან ორგანულად შერწყმული კონცეფცია საერთაშორისო ჟიურიმ გამორჩეულ ნამუშევრად აღიარა.

დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე პრიზი იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ჯაფარიძეს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მესტიის ქორწინების სახლის პროექტისთვის ეს უკვე მეორე საერთაშორისო ჯილდოა. მანამდე მან წარმატებას იტალიაში, პრესტიჟულ კონკურსზე — „Rome Design Award“— მიაღწია.

ქორწინების სახლის არქიტექტურული კონცეფცია თანამედროვე გადაწყვეტებისა და უნიკალური კულტურული ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს. ახალი შენობა კიდევ უფრო გაზრდის მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე განმარტებას ავრცელებს.

მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა საერთაშორისო აღიარება ტოკიოში მოიპოვა - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ