უწმინდესმა და უნეტარესმა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა
12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
თბილისში, ავლაბარში მდებარე წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში ჩატარდა სადღესასწაულო წირვა, რომელიც აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპიაკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ.
მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქს თანამსახურობდა სხალთელი მეუფე სპირიდონი.
დღევანდელი დღე მართლმადიდებლებს შეახსენებს, რამხელა მნიშვნელოვა აქვს გულითად სინანულს და გულწრფელობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მობრძანდა.