კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 21 სექტემბერს იკურთხება
ტაძრის კურთხევის ცერემონია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს დაემთხვევა.
2026 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე, კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კურთხევა გაიმართება.
ტაძარში იმსახურებს არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი), რომლის ძალისხმევითა და მრევლის მხარდაჭერით ტაძრის მშენებლობა დასრულდა და იგი კურთხევისთვის მზად არის.
არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მსახურობდა, სადაც თავისი თავდადებული მსახურებით, უბრალოებითა და ადამიანებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით მრავალი მორწმუნის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მის მიერ გაწეული მსახურება დღემდე განსაკუთრებული სითბოთი ახსოვთ დასავლეთ ევროპის ქართულ სამრევლოებში.
ტაძრის კურთხევა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება როგორც კაჭრეთის მოსახლეობისთვის, ისე სრულიად ეპარქიისთვის. ამ დღეს მრევლს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საზეიმო ღვთისმსახურებას და მონაწილეობა მიიღოს ისტორიულ მოვლენაში.
კურთხევის ცერემონიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის ღვთისმსახურების დაწყების დრო და სხვა დეტალები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკვლის საიზოლაციო სამუშაოები დაიწყო.